ვამაყობ ყველათი, ვისაც შევხვდი, ვისაც ხელი ჩამოვართვი, ვისთანაც კომუნიკაცია მქონდა, ვის მიმართაც მხარდაჭერა გამოვხატე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპორიჟიეში, ლუგანსკსა და დონეცკში სამუშაო ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
„ვიმყოფებოდი ზაპოროჟიეში, ზაპოროჟიის ოლქში. მხარდაჭერა გამოვხატე ჩვენი სამხედროების მიმართ და დავაჯილდოვე საუკეთესოები. პოზიციებზე ვიყავით. შევხვდი სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ადგილობრივი პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას, დროებით ოკუპირებული ქალაქების რამდენიმე მერს. ასევე, შევხვდი მარიუპოლის მცხოვრებლებს, რომლებმაც მოახერხეს ქალაქის დატოვება. აქ მათ დახვდათ ადამიანური და თბილი გარემო. პირობები ვნახე – დროებითი, მაგრამ არ არის ცუდი. გავიგე მათი რთული კითხვები. ვფიქრობ, მოვაგვარებთ. თითოეულ ოჯახს თავისი ისტორია აქვს. უმეტესობა მამაკაცის გარეშე იყო. ვიღაცის ქმარი წავიდა ომში, ვიღაც ტყვეობაშია, ვიღაც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ტრაგედიაა. არც სახლი, არც საყვარელი ადამიანი. მაგრამ საჭიროა ბავშვებისთვის ცხოვრება. ნამდვილი გმირები ჩვენ შორის არიან,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ლისიჩანსკსა და სოლედარში უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა.
„ვამაყობ ყველათი, ვინც გავიცანი, ვისაც ხელი ჩამოვართვი, ვისაც ვეკონტაქტე, ვის მიმართაც მხარდაჭერა გამოვხატე. რაღაც მოვუტანეთ სამხედროებს. არ მსურს დეტალებში საუბარი. ჩვენ ასევე რაღაც მოგიტანეთ მათგან. ეს მნიშვნელოვანია. მოგიტანეთ ნდობა და ძალა. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას. ქედს ვიხდი მათი მშობლების წინაშე. ყველა ჩვენგანს გამარჯვებას ვუსურვებ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.