„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ოზურგეთში მოცვის პლანტაცია გაშენდა

„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მიზნით, მეწარმეების მხარდაჭერას აგრძელებს - ბანკთან თანამშრომლობით გურიაში, სოფელ ჭანიეთში დამატებით 0.7 ჰა-ზე მოცვის პლანტაცია გაშენდა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ჯამური მოცულობა 150 000 ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ინვესტიცია კი 85 000 ლარს შეადგენს.

გამოყოფილი თანხა ძირითადად ნერგების შეძენას, პლანტაციის მოწყობას, მიწის დამუშავებას და წვეთოვანი სისტემის მოწყობას მოხმარდა.

ბანკის მიერ გაცემული დაფინანსების ფარგლებში დაგეგმილია 15ტ მოცვის მოსავლის მიღება, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი, მხარში დაგვიდგა და მისი დახმარებით არსებულ, 1.3 ტ მოცვის პლანტაციას დამატებით, 0.7 ჰა-ზე განთავსებული პლანტაცია მივამატეთ. ბანკის დაფინანსებით შევიძინეთ ტექნიკა, რომელიც მოსავლის რაოდენობას გაზრდის. მაგალითად, აქამდე, ყოველწლიურად, მოსავლის რაოდენობა 6 ტონა იყო, თუმცა წელს უკვე ველოდებით, რომ ის 15 ტონამდე გაიზრდება, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე მოვახდენთ. ამის გარდა, ვაპირებთ გავაშენოთ ლოკოკინების ფერმაც და ამ შემთხვევაშიც, ჩვენი ერთგული პარტნიორის, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - ამბობს მცირე მეწარმე, ანიკო თავაძე.

"საქართველოს ბანკის" საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის, მერაბ ახვლედიანის თქმით, მსგავსი პროექტების მხარდაჭერა აუცილებელია, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება განვითარდეს და უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.

„ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და ბიზნესის გაძლიერება „საქართველოს ბანკისთვის“ ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ინტერესი, აგროსექტორისთვის მხარი დაგვეჭირა და ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთში, სოფელ ჭანიეთში მოცვის პლანტაციების გაშენებას შევუწყვეთ ხელი,“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია