„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მოსწავლეებისთვის პოსტერების კონკურსს „იმოქმედე კლიმატისთვის, გავუფრთხილდეთ ზღვას, ტბებს და მდინარეებს“ აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ პოსტერების კონკურსს, გლობალური კამპანიის „Go Green“ ფარგლებში, გარემოსდაცვისა და კლიმატის ცვლილების თემაზე აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან პოსტერი (პოსტერები), რომელიც წარმოაჩენს, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლო გადაჭრის გზებს, ზღვების, ოკეანეებისა და მდინარეების მოვლის მნიშვნელობას და ამავდროულად აჩვენებს საზოგადოებას, თუ როგორ შეუძლიათ თავიანთი ყოველდღიური ქმედებებით, კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შემცირებაში წვლილი შეიტანონ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფოთის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს, (მე-8/მე-12 კლასი), რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ მათი შექმნილი პოსტერი საზოგადოების ნაწილს გარემოსდაცვითი მიმართულებით გადასადგამი ნაბიჯების აუცილებლობაზე დააფიქრებს.კონკურსის პირობები:
• პოსტერის ზომა უნდა შეესაბამებოდეს A4 ფორმატს;
• პოსტერი წარმოდგენილი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ფაილის სახით PDF და JPEG ფორმატში;
• პოსტერი არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო ხასიათის შინაარსს/ელემენტებს;
• პოსტერი შექმნილი უნდა იყოს ამ კონკურსისთვის და არ უნდა შეიცავდეს საავტორო უფლებების ნებართვის გარეშე რაიმე სახის ვიზუალურ ელემენტს;
• ნამუშევრების გამოგზავნა შეგიძლიათ 2022 წლის 12 ივნისამდე ელ. ფოსტის საშუალებით: diana.khakhutaishvili@apmterminals.com
• გამოგზავნისას, ე.წ. subject-ის ველში მიუთითეთ APM Terminals Poti-Poster, ხოლო წერილის აღწერაში ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია მიუთითეთ.
• კონკურსის მონაწილეს შეუძლია ერთზე მეტი ნამუშევარი წარმოადგინოს.
შეფასების კრიტერიუმები:
• კონკურსის პირობებთან და თემასთან შესაბამისობა
• კონკურსის თემის შემოქმედებითი გზით წარმოჩენა
• პოსტერის შესრულების ხარისხიკონკურსის შედეგად 3 გამარჯვებული გამოვლინდება:
პირველი ადგილი - 200 ლარი („ბიბლუსის“ ვაუჩერი)
მეორე ადგილი - 150 ლარი („ბიბლუსის“ ვაუჩერი)
მესამე ადგილი - 100 ლარი („ბიბლუსის“ ვაუჩერი)
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინიციატივით პოსტერების კონკურსი წელს მეორედ იმართება.