ესტონეთის ელჩი - ვფიქრობ, რომ იდეალური იქნება, თუკი სამივე ქვეყანა - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიღებს მინიმუმ კანდიდატის სტატუსს პირობებით

საქართველოში გარკვეული პრობლემები არსებობს, მაგრამ პრობლემები ასევე არსებობს მოლდოვასა და უკრაინაშიც. აქედან გამომდინარე ვიტყოდი, რომ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ბრიუსელში მიიღებენ, ეს გარემოებები გათვალისწინებული იქნება, მაგრამ ჩვენ ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ გლობალური გეოპოლიტიკური აქტუალობა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაცია, - ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა პარლამენტში, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადებებთან დაკავშირებით ბრიუსელში ძალიან რთული პროცესი მიმდინარეობს და წინასწარ ადრეა იმის თქმა, როგორი იქნება გადაწყვეტილება.

„ესტონეთის მთავრობა მხარს უჭერს სამივე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდება განხილვების დასასრულს. რადგან ძალიან რთული პროცესი მიმდინარეობს, არის ბევრი მოლაპარაკება. მე ვფიქრობ, რომ იდეალური იქნება, თუკი სამივე ქვეყანა მიიღებს სულ მცირე კანდიდატის სტატუსს პირობებით, თუმცა ჯერ ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი. ვინაიდან გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ველოდებით, არ მსურს სპეკულირება ამ საკითხზე,“- აღნიშნა ელჩმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა