მარკ კლეიტონი - უზარმაზარი საქმე ხორციელდება სამუშაო შეხვედრების ფორმატში და ყოველი მათგანის მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ეკონომიკური ზრდის, შემდგომი კეთილდღეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად

მონაწილეობა მივიღე ძალიან სასარგებლო და ცოცხალ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობითა და მთავრობის წევრების მონაწილეობით გაიმართა ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, გაერთიანებულ სამეფოს ეამაყება, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან პარტნიორობის გზით მხარს უჭერს ამ ფორუმს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედ ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა. ეს შეხვედრა მხოლოდ აისბერგია, ქვემოთ კი უზარმაზარი საქმე ხორციელდება ცალკეული სამუშაო შეხვედრების ფორმატში და ყოველი მათგანის მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ეკონომიკური ზრდის, შემდგომი კეთილდღეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მარკ კლეიტონმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა