დავით უსუფაშვილი - „ოცნების“ ლიდერები ვერ არიან ყველაზე მაგარი ცინიკოსები, მათ „ნაციონალები“ ჯობდნენ

„ოცნების“ ლიდერები ვერ არიან ყველაზე მაგარი ცინიკოსები, მათ „ნაციონალები“ ჯობდნენ , - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების დღევანდელი გამოსვლები „კარიკატურაა“.

„ლიდერების დღევანდელი გამოსვლები კარიკატურაა, რომლებიც ცინიზმს, მიუღებლობას და მტრობას აფრქვევენ. მათ [ნაციონალურ მოძრაობას] მეტი შეეძლოთ და ამიტომ უკეთესები ხართ, რომ ამაში ნაკლები შეგიძლიათ? გაკვეთილი არის გამოტანილი, 2012 წელს ეს ხალხი იმიტომ შევცვალეთ, რომ სამი სიტყვით ნაკლები შეურაცხყოფა მიგვეყენებინა ვიღაცისთვის, ან შეიძლება მეტი?!”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, დღევანდელი უმრავლესობა არაფრით განსხვავდება წინა ხელისუფლების უმრავლესობისგან.

უსუფაშვილის თქმით, „ნეგატივზე დაფუძნებული სახელმწიფო არ არსებობს“.

„როგორ მივდივართ ევროპისკენ, თუ ასეთივე პოლიტიკური ცხოვრების წესს ვაგრძელებთ?! როგორ შეიძლება ამ მორალური კლიმატით გვქონდეს იმედი, რომ კანდიდატობის სტატუსი რომც მოგვანიჭონ, ოდესმე ამ კანდიდატობას წევრობამდე მივიყვანთ, თუკი გავაგრძელებთ იმას, რაც დღეს ხდება?! ნეგატივზე დაფუძნებული სახელმწიფო არ არსებობს!“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი