ირმა ზავრადაშვილი გიორგი ვაშაძეს - რაც გუშინ თქვით, იყო უზრდელობა, უფრო სწორად, გაუზრდელობა და შეუმდგარობა - "ქართული ოცნება" შედგება ქალების და კაცებისგან, რომელთა უკან დგანან ოჯახები

ბატონო გიორგი, ის, რაც გუშინ თქვით იყო უზრდელობა, უფრო სწორად, გაუზრდელობა და შეუმდგარობა, რადგან "ქართული ოცნება" შედგება ადამიანებისგან, ქალების და კაცებისგან, რომელთა უკან დგანან ოჯახები,- ასე მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებას უსმენენ.

დეპუტატის თქმით, გიორგი ვაშაძის გუშინდელმა ბრიფინგმა გასცა პასუხი კითხვას, საკუთარ საცხოვრებელ კორპუსში ოჯახის წევრების გარდა, რატომ არავინ მისცა ხმა არჩევნებზე.

“ვერაფრით გავატარებ გიორგი ვაშაძის გუშინდელ განცხადებას და მინდა ვუთხრა, ბატონი გიორგი, ის, რაც გუშინ თქვით იყო უზრდელობა, უფრო სწორად, გაუზრდელობა და შეუმდგარობა, რადგან "ქართული ოცნება" შედგება ადამიანებისგან, ქალების და კაცებისგან, რომლის უკან არის ოჯახი. თქვენგან განსხვავებით ოჯახის წევრებს პატივს ვცემთ, როცა ჩვენზე საუბრობენ ეს მათზე ნეგატიურად აისახება. სულ მიკვირდა საკუთარ კორპუსში საკუთარი ოჯახის წევრების გარდა, რატომ არავინ მოგცათ ხმა და გუშინდელმა თქვენმა ბრიფინგმა პასუხი გასცა, თურმე რატომ არ გაძლევდნენ მეზობლები ხმას",- განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

"სად ერეკლე და სად „ქართული ოცნება" - ფსევდოპატრიოტი კობახიძე, ეს არის რეალური სახე ამ ადამიანის და მთლიანად "ქართული ოცნების", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი ვერ აირიდებენ თავიდან იმ მძიმე პასუხისმგებლობას, რომელსაც მათ ქართველი ხალხი დააკისრებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა