ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს

ეს აჟიოტაჟი ბაკურიანის შეკრებას საეჭვოდ დაემთხვა, სადაც რევოლუციების ექსპერტი პიტერ აკერმანი „ნაცმოძრაობას“, მის კუთვნილ პარტიებს, ტელევიზიებსა და NGO-ებს ხელისუფლების გადატრიალებაში ატრენინგებდა - არ გამოვრიცხავთ, კანდიდატის სტატუსის გარშემო აჟიოტაჟის შექმნაც ბაკურიანის შეკრებაზე იყოს გადაწყვეტილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გათვლით, საქართველომ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, რასაც საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრების ახალგაზრდების მღელვარება და „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება უნდა მოჰყვეს. ამ ყველაფრის დასასრული კი საქართველოს ომში ჩართვაა.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს. ასე თუ მოხდება, ბუნებრივია, ეს სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება იქნება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკის წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავის რეაქცია ექნება.

ჩვენ არ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდებით 23-24 ივნისს, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. გადაწყვეტილების შესაბამისად საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული კულუარული მოვლენებისა და შესაბამისი პირადი საუბრების შესახებ მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს