ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - მარიუპოლი ქოლერის აფეთქების საფრთხის წინაშე დგას

რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობისთვის ძირითადი საჯარო სერვისების მიწოდებას ცდილობს, უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა არასტაბილურია, სატელეფონო და ინტერნეტ სერვისებზე შეფერხებები გრძელდება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიური ანგარიშშია აღნიშნული.

„ხერსონში, სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლი კი ქოლერის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა. ქოლერის ცალკეული შემთხვევები მაისიდან ფიქსირდება. სამედიცინო სერვისები მარიუპოლში, სავარაუდოდ, უკვე კოლაფსს უახლოვდება: ქოლერის დიდი აფეთქება მარიუპოლში კიდევ უფრო გაამძაფრებს ამას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სევეროდონეცკის გარშემო ბრძოლა გრძელდება.

„რუსეთი კვლავ აკონტროლებს ქალაქის უმეტეს ნაწილს, მაგრამ მისმა ძალებმა მცირე პროგრესს მიაღწიეს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ფართო ტერიტორიის ალყაში მოქცევის მცდელობებში“, - ნათქვამია მოხსენებაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს