ირაკლი ღარიბაშვილი - დაველოდები 23-24 ივნისს და თუ ევროკომისიის გადაწყვეტილება უსამართლო და ისეთივე შეურაცხმყოფელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ყველაფერს ფარდას ავხდი

დაველოდები 23-24 ივნისს და თუ ევროკომისიის გადაწყვეტილება უსამართლო და ისეთივე შეურაცხმყოფელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხალხს მხოლოდ ფაქტებით ესაუბრება და შეთქმულების თეორიებზე არ საუბრობს.

„17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება და მთავარი, 23-24 ივნისს დაველოდები. მანამდე, მე უბრალოდ შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი. მე შეთქმულების თეორიებზე არ ვლაპარაკობ, ხალხს ველაპარაკები მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს