იაგო ხვიჩია - პრემიერის განცხადება ნიშნავს, რომ თითქოს რაღაც გვინდა გამოვტყუოთ ევროპელ პარტნიორებს, თან ისეთი რამ, რისი გამოტყუებისთვისაც არ უნდა ვიბრძოდეთ

პრემიერის განცხადება ნიშნავს იმას, რომ თითქოს რაღაც გვინდა გამოვტყუოთ ევროპელ პარტნიორებს, თან ისეთი რამ, რისი გამოტყუებისთვისაც არ უნდა ვიბრძოდეთ,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას.

ხვიჩია იმედოვნებს, რომ ევროპელი პარტნიორები „ამ ერთხელ გვაპატიებენ, რომ უცნაური რაღაცები ისმის და მოგვცემენ დროს ამ ყველაფრის გამოსასწორებლად“.

„ჩემი აზრით, ახლა ამ ყველაფრის მიზანი არის, რომ ევროპელები რამენაირად გავაბრაზოთ და უარი ვათქმევინოთ ისეთ რამეზე, რაზე უარის თქმაც ჩვენთვის არ შეიძლება. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება იმას, ხომ არ შეაფერხებს საქართველოში გაკეთებული განცხადებები ევროინტეგრაციის პროცესს, ხვიჩია ამბობს: „არ ვიცი, რამდენად ავარდებიან ამ გამომწვევ ქმედებებზე ჩვენი პარტნიორები“.

„ვისურვებდი, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ. ეს უცნაური ახირებული ხალხია საქართველოს მთავრობაში და ამ ერთხელ გაგვიგონ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ „ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს“. მისი თქმით, ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს. „ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას“,- განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა