პროკურორი - სახალხო დამცველს, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა ჰქონდა, ბრალდების მხარისგან არ მოუთხოვია არანაირი ინფორმაცია ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით

სახალხო დამცველს, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა ჰქონდა, ბრალდების მხარისგან არ მოუთხოვია არანაირი ინფორმაცია ან/და განმარტებები ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით და ეყრდნობა მხოლოდ დაცვის მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მათ მიერ შეთავაზებულ უსაფუძვლო ვერსიას, რომელიც ფაქტობრივად არცერთი მტკიცებულებით არ არის გამყარებული, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნიკა გვარამიას საქმეზე სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

პროკურორის თქმით, სახალხო დამცველი ნიკა გვარამიას ბრალდების ე.წ. რეკლამის გაყიდვის ეპიზოდს აფასებს მტკიცებულებების და დასაბუთების თვალსაზრისით და არ შედის ქმედების სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციაში, მიიჩნევს, რომ დასახელებულ ეპიზოდზე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

თუმცა, როგორც პროკურორი განმარტავს, სახალხო დამცველის განმარტებით, ის იზიარებს პოზიციას, რომლის თანახმად, საწარმოსთვის დირექტორის მიერ მიყენებული ზიანი, რიგ შემთხვევაში, შეიძლება სისხლისსამართლებრივად დასჯადიც იყოს.

"აღსანიშნავია, რომ ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი გაცემულია არაერთხელ, მათ შორის საქმის არსებითი განხილვისას და სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში. ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას მიმართ გამოყენებული მტკიცებულებები აკმაყოფილებენ შემოთავაზებულ სტანდარტს და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის თქმით, სამწუხაროდ სახალხო დამცველის პოზიცია არ გამომდინარეობს მტკიცებულებებიდან, ვინაიდან ნიკა გვარამიას დაინტერესება უტყუარად არის დადგენილი და ასახული სასამართლოს განაჩენში. მისივე თქმით, სწორედ ეს ფაქტი გახდა საფუძველი იმისა, რომ ნიკა გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა