პრემიერი - გახსოვთ, ჩამოიყვანეს ცნობილი რევოლუციონერი და იდეოლოგი აკერმანი, რომ მოემზადებინა დესტრუქციული მეხუთე კოლონა, როგორ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, გადატრიალება - მოკვდა ის კაცი, პატრონი მოუკვდათ დესტრუქციულ ძალებს

ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როდესაც ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა და ვერაფერი გააკეთეს, უნდათ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ყველას შევახსენებ, ვინ ითხოვს და ვინ ატარებს ამ აქციას - ის ძალა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ „ილუზიას არ ჰქონდეს და ამ პროვოკაციას არ წამოეგოს“.

მისივე თქმით, მთავრობა უკანონო ქმედებას არავის აპატიებს და ქვეყნის მშვიდობას დაიცავს.

,,გახსოვთ, რომ ჩამოიყვანეს ცნობილი რევოლუციონერი და იდეოლოგი ბატონი აკერმანი, რომელიც ჩამოვიდა საჯაროდ, რომ მოემზადებინა ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა თუ როგორ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, გადატრიალება ქვეყანაში. ცალკე საკითხია ამ კაცს რა მოუვიდა, მოკვდა ის კაცი, ე.ი. პატრონი მოუკვდათ ამ დესტრუქციულ ძალებს. ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როდესაც ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა და ვერაფერი გააკეთეს, უნდათ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს ევროკავშირის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ყველას შევახსენებ, ვინ ითხოვს და ვინ ატარებს ამ აქციას - ის ძალა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას, ადამიანებს კლავდა და აწამებდა, გაუხსნეს უვიზო რეჟიმი და პირადად ბოროტი მასხარა სააკაშვილი ხვდებოდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს და არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ, დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურობას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან სახალხო დამცველის ბოლო დროინდელი კრიტიკული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არავის უნახავს“.

„გამოდის სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია და საჯაროდ თქვა - ამას მირჩევნია ბომბებისგან ცეცხლი და წვა მივიღოთო. უკაცრავად და ვინ უნდა მიიღოს? ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს, გახსოვთ სახალხო დამცველი გამოსულიყო და რაიმე საჯაროდ დაეგმო ადამიანების ტანჯვა-წამება, გაუპატიურება და მკვლელობები?“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს