კელი დეგნანი - ნათქვამი, რომ აშშ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს, ომში ჩათრევას ან მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა

როცა მესმის ხალხის ნათქვამი, რომ შეერთებული შტატები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს, საქართველოს ომში ჩათრევას ან მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს , - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმში მედიასთან განაცხადა, რითაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი გააკეთა ამ ომის შესაჩერებლად.

ელჩის თქმით, საომარი მოქმედებების დაწყებამდეც კი, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად მუშაობდა ამ ომის თავიდან ასაცილებლად.

„ჩვენ აბსოლუტურად არ გვსურს საქართველო ამ ომში ჩათრეული ვიხილოთ. ჩვენი აზრით, რასაც ევროკავშირი და ნატო იცავს, არის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ევროპის ყველა ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკაში - სტაბილურობა, კეთილდღეობა და მშვიდობა, რაც თან ახლავს ევროატლანტიკური საზოგადოების წევრობას. ჩვენ ეს გვინდა საქართველოსთვისაც. ჩვენ ვიცით, რომ ასე უნდა ქართველ ხალხსაც. ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში სრული ინტეგრაციისადმი მტკიცე ერთგულება”, - აღნიშნა დეგნანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია