გიორგი ვაშაძე - ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახლა არ უნდა დაიწყოს 16 თუ 20, რაც მეტი აქცია, რაც მეტი შეკრება იქნება, მით უკეთესი

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახლა არ უნდა დაიწყოს 16 თუ 20, რაც მეტი აქცია, რაც მეტი შეკრება იქნება, მით უკეთესი - დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მიმდინარეობს, ჩვენ გზას არც ერთ შემთხვევაში არ ავცდებით, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი შეკრება 24 ივნისის მერე შეიძლება მოგვიწიოს, - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხალხის რისხვის ძალიან ეშინია და მათ რუსული დეზინფორმაციული ნარატივი და საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა არ გაუვიდათ.

„ჩვენ საქართველოს მასშტაბით 100-საათიანი უწყვეტი ტურნე გვაქვს და ჩვენ 16 ივნისს ბათუმში ყოფნა გვაქვს დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერს, ვისაც ამ აქციაზე მისვლა უნდა - შეუძლია მივიდეს, მაგრამ 20-ში არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახლა არ უნდა დაიწყოს 16 თუ 20, რაც მეტი აქცია, რაც მეტი შეკრება იქნება მით უკეთესი.

ჩვენ მთელს საქართველოში დავდივართ და შეგიძლიათ ნახოთ ათასობით ადამიანს ვეხმიანებით და განსაკუთრებით სამეგრელოში იგრძნობა ეს რაღაც ევროპული საოცარი მზაობა და სურნელი, რომლისთვისაც საქართველო მზად არის, რომ იბრძოლოს. დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მიმდინარეობს, უნდათ, რომ გზას აგვაცდინონ. ჩვენ გზას არც ერთ შემთხვევაში არ ავცდებით, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი შეკრება 24 ივნისის მერე შეიძლება მოგვიწიოს. ამიტომ 16-ში ვისაც გინდათ მობრძანდით, 20-ში ასევე ყველას გთხოვთ, რომ აქციაზე მოხვიდეთ. მე თვითონ 20-ში ბრიუსელში ვიქნები, ევროპარლამენტარებთან ხალხთან შეხვედრის მტკიცებულებები ჩამაქვს. ყველგან ყველა ერთად უნდა ვიყოთ და არავის, ვისაც არ უნდა უნდოდეს განხეთქილების შემოტანა, რაღაც სხვა პროცესების დაწყება, ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ.

„ქართულ ოცნებას“ ხალხის რისხვის ძალიან, ძალიან ეშინია. მათ ეს რუსული დეზინფორმაციული ნარატივი, საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა არ გაუვიდათ. კვლევები ჩაატარეს. გუშინ წინ დაამთავრეს ეს კვლევები, სადაც ნახეს, რომ არათუ შემცირდა, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა. ეს არის ქართული გენის პასუხი იმ რუსულ ნარატივზე, რომელიც ამდენი დღეების განმავლობაში იყო," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა