ოლექსი რეზნიკოვი - ახალი იარაღი უკრაინას საშუალებას მისცემს დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის ყირიმი

ამერიკული იარაღი დაეხმარება უკრაინას დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის ყირიმი და დონბასი, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვაპირებთ, გავათავისუფლოთ ჩვენი ყველა ტერიტორია, ყირიმის ჩათვლით. ყირიმი უკრაინის სტრატეგიული მიზანია, რადგან ის უკრაინის ტერიტორიაა", - განაცხადა რეზნიკოვმა.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს სამხედრო საშუალებებით ყირიმის დაბრუნების მცდელობა რუსეთის შემდგომ პროვოცირებას, რომელიც ყირიმს რუსეთის ფედერაციის ნაწილად მიიჩნევს, რეზნიკოვმა უპასუხა, რომ ეს არ არის განხილვის თემა.

„ამას მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ ისინი [რუსები] ნახავენ ამას ხერსონში, ნახავენ ამას ზაპორიჟიეში, მარიუპოლში. ეს არის უკრაინული მიწები და ყირიმიც უკრაინული მიწაა, რაც არ უნდა მოხდეს“, - განუცხადა მან CNN-ს.

რეზნიკოვის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა და სხვა დასავლური ქვეყნების თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენა "არასოდეს შეჩერდება".

"ოლექსი, ნუ ღელავ, ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ქვეყნის, თქვენი ხალხისა და თქვენი პრეზიდენტის დახმარებას. გუშინ მოვისმინე და აბსოლუტური გულწრფელობა ვიგრძენი, ვნახე ლოიდ ოსტინის თვალები, დავინახე, რომ ისინი არასოდეს გაჩერდებიან“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს