არჩილ თალაკვაძე - ევროპის საბჭოს CPT-ის დასკვნა არის იმ რეფორმების პირდაპირი და პოზიტიური შეფასება, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიერ პენიტენციურ სისტემაში გატარდა

„ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნამ კიდევ ერთხელ, ეჭვსგარეშედ თქვა, რომ “საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა”,- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნა დღეს გამოქვეყნდა.

„ევროპის საბჭოს CPT-ის ეს დასკვნა გახლავთ იმ რეფორმების პირდაპირი და პოზიტიური შეფასება, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიერ პენიტენციურ სისტემაში გატარდა. მოკლედ რომ ვთქვათ: აღმოიფხვრა წამების და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა; დაიხურა ძველი, ღირსებისშემლახველი დაწესებულებები; ჩატარდა პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა; ათჯერ და მეტად შემცირდა პატიმართა სიკვდილიანობა; ორჯერ შემცირდა პატიმართა რაოდენობა”, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიზიტის შემდგომი ანგარიში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომენტარებთან ერთად, გამოქვეყნდა.

როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, CPT დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისგან დაეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას.

მათივე ცნობით, ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე. პირიქით, CPT-ის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა