ირაკლი ჩიქოვანი - მე არ ვიცნობ საქართველოს ერთ მოქალაქეს, ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია ერთიანობის გამომხატველია და მიმართულია ევროპაში ინტეგრაციისკენ

პრეზიდენტს გააჩნდა ინიციატივა, რომ გარკვეული შეკრება ყოფილიყო, თუმცა იმ ფონზე, როდესაც ამდენიმე აქციაა გამოცხადებული, ვთვლი, რომ საზოგადოებას რეალურად გაურკვევლობა აქვს, რას ემსახურება ეს აქციები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ - ერთმა წევრამ ირაკლი ჩიქოვანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ჩიქოვანის განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკომისიის დადებითი დასკვნა მიიღოს, ხელისუფლებას აბსოლუტური მაქსიმუმი აქვს გაკეთებული და უკვე რეალურად პოზიტიური შედეგის მოლოდინი აქვთ.

„ძალებს, რომლებიც დესტრუქციულად იქცევიან და ყველაფერს აკეთებენ, ეჭვქვეშ დააყენონ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, მათ გასაფუჭებელი უკვე გაფუჭებული აქვთ. აქედან გამომდინარე, ამ აქციაში არანაირ შინაარსსა და აზრს ვერ ვხედავდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთი მცდელობა გვქონდა ერთიანობა გამოგვეხატა, ვხედავთ იმას, რომ ვიდრე ოპოზიციური პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ , მასთან აფილირებული მედიასაშუალებები და ასევე, მასთან აფილირებული სხვადასხვა საზოგადოებრივი სუბიექტები არ მიიღებენ იმას, რომ ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი პროგრესი და ქვეყანა უნდა იმართებოდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში, მანამდე ეს ერთიანობა ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან ასევე ისაუბრა 20 ივნისს სამოქალაქო მოძრაობა „სირცვხვილიას“ მიერ ორგანიზებულ აქციზე.

„პირდაპირ გეტყვით, მე არ ვიცნობ საქართველოს ერთ მოქალაქეს, ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია არის ერთიანობის გამომხატველი და რომ 20 ივნისი აქცია არის ევროპაში ინტეგრაციისკენ მიმართული. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი, რომელსაც ცდილობს მოახვიოს საზოგადოების დანარჩენ სპექტრს. დავინახეთ კიდეც, რომ საორგანიზაციო პროცესში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აქციის ორგანიზატორები თუ მონაწილეები - ვინ, რა როლს ირგებს იქ, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვხედავთ იმას, რომ სრული ქაოსია ამ ყველაფერთან მიმართებაში. ცხადია, რომ ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია