პრეზიდენტი - მხოლოდ და მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს ჩვენთვის და ეს გახლავთ ევროპა

მხოლოდ და მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს ჩვენთვის და ეს გახლავთ ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიაში ქალების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა სფეროში ქალთა წარმომადგენლობა საკმაოდ მაღალია.

„ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი ქალი გვყავს. სამწუხაროდ, ისინი ტოვებენ საქართველოს. ეს სამწუხაროდ, გახლავთ ახალი ფენომენი. როგორც მოგეხსენებათ, მილიონნახევარი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ და ძალიან ბევრი მათგანი ქალია, რომელიც თავის ოჯახს სხვადასხვა ქვეყნებიდან არჩენს. მათი წარმომადგენლობა საკმაოდ მაღალია. ქალები მრავალ დარგში არიან წარმოდგენილები - ეკონომიკა, კულტურა, მედიცინა, ასევე საგანმანათლებლო სფერო. ისინი შედარებით ნაკლებად არიან წარმოდგენილები პოლიტიკაში პოლარიზაციის, სიძულვილის ენის და სხვადასხვა სირთულეების გამო - უხეში გახლავთ ქართული პოლიტიკა და ეს არის ერთ-ერთი ახსნა, თუ რატომ არ არის ბევრი ქალი პოლიტიკაში. ქალები არიან იმ 85%-ში, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ გზას. ისინი არიან მოტივირებულები და აქტიურად აჟღერებენ თავიანთ მოსაზრებებს. მათთვის მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა, განათლება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება - მხოლოდ და მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობს ჩვენთვის და ეს გახლავთ ევროპა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონფერენციის მსვლელობისას ის აშშ-ს პირველი ქალი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის ოჯახს ჯილდოს გადასცემს.

„მადლენ ოლბრაიტი იყო შესანიშნავი ქალი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკის განვითარებაში. თუმცა, ის მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დაეხსნენ საბჭოთა კავშირს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ,,ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ იმართება.

კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის