ევროკომისია საქართველოს მიერ გასატარებელი რეფორმების ჩამონათვალს აქვეყნებს - კომისია მათ შორის 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მაშინვე, როგორც კი გარკვეული პრიორიტეტები მოგვარდება.

„მოგვარდეს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი, პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით; უზრუნველყოფილ იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული ფუნქციონირება, გაძლიერდეს მათი დამოუკიდებელი და ეფექტური ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები;

კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საარჩევნო ჩარჩო, მოგვარდეს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზი,“- აღნიშნულია კომისიის დასკვნაში.

ამასთან, რეკომენდაციების თანახმად, საქართველომ უნდა მიიღოს და განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე; უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე, უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ინსტიტუტების, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს, სათანადო ფუნქციონირება და მთლიანობა და აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის მოსამართლეთა კანდიდატებისა და გენერალური პროკურორის წარდგენასთან დაკავშირებით. განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

ამასთან, ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველომ ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა და დეოლიგარქიზაციის ვალდებულება უნდა შეასრულოს.

„გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც გააერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების ზედმიწევნით განხილვის მიზნით; მოხდეს ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღჭურვა მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და განხორციელდეს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;

განხორციელდეს დეოლიგარქიზაციის ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჭარბი ზეგავლენისა და პრივილეგირებული ინტერესების აღმოფხვრის გზით,“- აღნიშნულია დასკვნაში.

ამას გარდა, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა გააძლიეროს.

„გაძლიერდეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საფრთხის დეტალური შეფასებების საფუძველზე, განსაკუთრებით სრულყოფილი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, სანდრო მსჯავრდებებისა და განაჩენების უზრუნველყოფით; არსებობდეს გარანტია სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებასა და ზედამხედველობაზე,“ ნათქვამია დასკვნაში.

ევროკომისია საქართველოს აგრეთვე მოუწოდებს, პლურალისტური და თავისუფალი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად ძალისხმევები გააძლიეროს.

„განხორციელდეს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს, და დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებზე.

გადაიდგას სწრაფი ნაბიჯები მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის, დამნაშავეებისა და წამქეზებელთა სასამართლოს წინაშე უფრო ეფექტურად წარდგენის გზით;

მოხდეს ძალისხმევის კონსოლიდირება გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში;

უზრუნველყოფილი იყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;

მიღებულ იქნას კანონმდებლობა, რათა საქართველოს სასამართლოებმა განხილვისას პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;

ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოფილი იყოს ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა,“ ნათქვამია ევროკომისიის დასკვნაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო