ირაკლი კობახიძე - ფარდას  იმ შემთხვევაში ავხდიდით, ევროკავშირს რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა - როცა ევროკავშირი შენსკენ დგამს ნაბიჯებს, იქ რაღაც უხერხულობების გამოტანა მიზანშეწონილი არ არის

წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ასეთ დროს, ბუნებრივია, არაფრისთვის ფარდის ახდას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას გულისხმობდა ირაკლი ღარიბაშვილი „ფარდის ახდაში“ და რას უნდა ახადონ ფარდა.

მისივე თქმით, გუნდში იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ „უხერხულობების გარეთ გამოტანისგან თავს შეიკავებენ“.

„ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში, ევროკავშირს რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ასეთ დროს ბუნებრივია, არაფრისთვის ფარდის ახდას არ ვაპირებთ.

საუბარი იყო სწორედ იმ ხელშემშლელ ფაქტორებზე, რომლებმაც რაღაცები განაპირობა, მაგრამ საბედნიეროდ, რაღაცები ვერ განაპირობა. დღეს, როცა ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, ამ უხერხულობების გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავებთ, ეს არის ჩვენს გუნდში შეჯერებული პოზიცია, ამაზე გვქონდა რა თქმა უნდა, მსჯელობა. როცა ევროკავშირი შენსკენ დგამს ნაბიჯებს, იქ რაღაც უხერხულობების გამოტანა არ არის მიზანშეწონილი,“- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუ ევროპული საბჭოს „გადაწყვეტილება უსამართლო და შეურაცხმყოფელი იქნება, ყველაფერს ფარდას ახდის.“

ცნობისათვის, ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს