ბადრი ჯაფარიძე - 1990 წელს, ზვიად გამსახურდიამ ხალხს მოუწოდა არჩევანი გაეკეთებინა ქრისტეს გზასა და ბარაბას გზას შორის, ახლა კვლავ ვართ არჩევანის წინაშე: არის ევროპული გზა და არსებობს ივანიშვილის, კობახიძის გზა

დღეს ევროკომისიამ ქართველ ხალხს უთხრა, რომ ქართველი ხალხისთვის ევროპის კარი ღიაა, „ოცნებას“ კი უთხრა, რომ მათი ოლიგარქიული რეჟიმისათვის ევროპის კარი დახურულია, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის პერსპექტივა მიიღეს, საქართველო კი ამ ტრიოდან სწორედ „ქართული ოცნების მავნებლური, მიზანდასახული მოქმედების შედეგად იყო გაწეული“.

„ეს არჩევანი კვლავ დაუდგა ქართველ ხალხს, მსგავსად იმ არჩევანისა, რომელიც იყო 1990 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიამ ხალხს მოუწოდა არჩევანი გაეკეთებინათ ქრისტეს გზასა და ბარაბას გზას შორის. ახლა კვლავ ვართ არჩევანის წინაშე - არის ევროპული გზა, რომლისკენაც მოგვიწოდებს ევროკავშირი და არსებობს ივანიშვილი, კობახიძის გზა, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისაკენ. ძალიან მნიშვნელოვანია 20 ივნისს ქართველმა ხალხმა გამოხატოს ერთიანობა, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის მიმართ სრული თანადგომა და მხარდაჭერა. ევროპულ ოჯახში დაბრუნება ბრძოლის გარეშე ვერ მოხდება, აუცილებელია გაერთიანება და უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს ქვეყანას, ქვეყანას წარმოადგენს ქართველი ხალხი!

შანსი, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ მოგვცა ევროკავშირმა უნდა გამოვიყენოთ და არ მივცეთ საშუალება „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა გადაჩეხოს უფსკრულში. უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის პერსპექტივა, საქართველო გაწეული იყო ამ ტრიოდან სწორედ „ქართული ოცნების“ მავნებლური, მიზანდასახული მოქმედების შედეგად. დღეს ჩაიწერა, რომ უნდა მოხდეს ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟი, ის ვინც შექმნა ოლიგარქიული რეჟიმი მის დემონტაჟს არ მოახდენს, ეს უნდა მოახდინოს ქართველმა ხალხმა“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა