პრეზიდენტი - შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია - რაც მოგვივიდა დღეს არის გაფრთხილება, „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“

შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია - რაც მოგვივიდა დღეს არის გაფრთხილება. „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ხომ?! ჩვენი ბრალია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ფარ-ხმლის ჩამოყრის დრო არაა.

„ჯგუფს ჩამოვრჩით. მე ვეთანხმები ჩემ წინ ვინც ამ თემაზე გამოდიოდა, რომ ჩვენ ამისი უფლება არ გვაქვს. მე პირადად ბევრი რამ ვთქვი, იმიტომ, რომ ვხედავდი, რა შეიძლება ყოფილიყო. ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება და სხვა რაღაცები, მაგრამ ფაქტი, ფაქტია და ვერ გავექცევი. მაგრამ ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყაროთ. ეს არ არის არც ქართული ხასიათი და არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მე მოსახლეობის იმედი მაქვს, ყველასი, ვინც გუშინ იყო გამოსული, სახლიდან გვიყურებდა, დღეს გვიყურებს. ვიცი, დღეს თქვენც გრძნობთ, რომ არც იმედგაცრუების, წუწუნის დრო არ არის, იმიტომ, რომ რაც მოგვივიდა დღეს არის გაფრთხილება. „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ხომ?! ჩვენი ბრალია. ჩვენ ვამბობთ, რომ არ დავიმსახურეთ, დავიმსახურეთ! ჩვენ იმის მერე, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის განმავლობაში, ისე ჩამოვრჩით ჩვენ ორ მეგობარსა და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა ვისი?!” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია