კახა კალაძე - „თუ „ქართულმა ოცნებამ” მოახერხა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, მოქალაქეების ქართული პასპორტით ევროპაში თავისუფლად გადაადგილება, თავისუფალი ვაჭრობა, რატომ ვერ მოახერხებს წარმოდგენილი პირობების შესრულებას?

არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ პირობების შესრულება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ღირსეულად გავართმევთ თავს ამ გამოწვევას, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება” ევროკომისიის 12- პუნქტიანი პირობის შესრულებას.

კალაძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ აღნიშნული პირობების შესრულების შემდეგ ევროპული საბჭო ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„თუ „ქართულმა ოცნებამ” 2012 წლიდან მოახერხა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, თუ მოახერხა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ქართული პასპორტით ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება, თუ “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, რატომ ვერ მოახერხებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც წარმოდგენილია? არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს ამ პირობების შესრულება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ღირსეულად გავართმევთ თავს ამ გამოწვევას. მჯერა და მინდა დავიჯერო, რომ ევროპის მხრიდან, ევროპული საბჭოს მხრიდან, ამ პირობების შესრულების შემდეგ ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქართველო გახდება იმ დიდი ევროპული ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია”,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს