რუსული მედიის ინფორმაციით, ანექსირებულმა ყირიმმა ოკუპირებულ ხერსონთან და ზაპოროჟიესთან ინტეგრაციის პროექტები დაიწყო

რუსეთი მიერ ანექსირებულმა ყირიმმა ოკუპირებულ ხერსონთან და ზაპოროჟიესთან „ინტეგრაციის პროექტები“ დაიწყო.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ყირიმის „მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე“ გიორგი მურადოვმა განაცხადა, რომ “გათავისუფლებულ ტერიტორიებთან“ დამყარდა მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებასაც ცდილობენ.

„სატრანსპორტო მარშრუტების შექმნა უზრუნველყოფს გათავისუფლებული ტერიტორიებისთვის საკვების, მედიკამენტებისა და ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტ მიწოდებას. ის ასევე გააძლიერებს რეგიონთაშორის კავშირებს სხვადასხვა სფეროში“, - ციტირებს სააგენტო მურადოვს.

შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება უნდა, იმ საზოგადოებას უნდა ესაუბროს, რომელიც მას უპირისპირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება