საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიზაინის საერთაშორისო სკოლოს სტუდენტების გამოფენა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოფენაზე, რომელიც სტუ-ის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, დიზაინის საერთაშორისო სკოლის 30 სტუდენტის 50-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის მადინა გასანოვას თქმით, სტუდენტებმა გამოფენაზე წარმოადგინეს როგორც საკურსო, ასევე საკონკურსო ნახატები.

„ფაკულტეტი სულ 7 წლისაა და ამ პერიოდში 40-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ გამოფენა, რომელიც სპონტანურად დავგეგმეთ და პირობითად „ყველაფერი არაფრისგან“ ვუწოდეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, სტუდენტები პანდემიის გამო იძულებითი „შესვენების“ შემდეგ დავუბრუნდით ჩვეულ რეჟიმს. ამ ფონზე, გამოფენა ჩვენთვის არის ერთგვარი თვითრეალიზაცია, მითუმეტეს, რომ აქ წარმოდგენილია არა მხოლოდ მაღალი კურსის სტუდენტების, პირველკურსელების შემოქმედებაც. დღევანდელი დღე აღსანიშნავია იმითაც, რომ პირველკურსელებმა, რომელთაც მთელი სასწავლო პროცესი ონლაინ გაიარეს, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი. ხაზგასმითაა აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ გამოფენაში ასევე მონაწილეობენ ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულებიც. იმ იმედით ვართ, რომ მალე უფრო მეტი ჩართულობით, არაერთ გამოფენას მოვაწყობთ“, - განაცხადა მადინა გასანოვამ.

ექსპოზიცია ღია სივრცეში, დიზაინის საერთაშორისო სკოლის ვერანდაზე მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო: ფერწერა, პოსტერი, პოპ-არტი, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, პროტოტიპები, აუდიო და ვიზუალური შოუ. დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა ის საკონკურსო ნამუშევრები, რომლებიც მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა (იტალია) და ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში (ავსტრია) იყო წარმოდგენილი.

„მოგეხსენებათ, პანდემიის გამო ორ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში დისტანციური სწავლება მიმდინარეობდა და პირველკურსელები ერთმანეთს თითქმის არ იცნობენ, ამიტომ ჩვენი სურვილი იყო, გამოფენაში რაც შეიძლება მეტ პირველკურსელს მიეღო მონაწილეობა. კრეატიულ ხალხს, ჩვენი ემოციების და ფიქრების გამოხატვის საშუალება მოგვეცა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. სამწუხაროა, რომ სურვილის მიუხედავად, გარკვეული მიზეზების გამო, ბევრმა სტუდენტმა ვერ მოახერხა გამოფენაში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა ერეკლე თაბაგარმა.

გამოფენის სტუმრებს ასევე საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფის - ბეტინა მალეკის ფოტოექსპოზიციას.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია