პაატა დავითაია სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს შესახებ მომხსენებელს კლოდ კერნს შეხვდა

პაატა დავითაია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს შესახებ მომხსენებელს კლოდ კერნს შეხვდა. ასევე გაიმართა შეხვედრები პოლიტიკური ალიანსის ალდეს, ევროპელი კონსერვატორების ბიუროს წევრ კრისტინა ბაუმანესთან. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს

მათი ცნობით, შეხვედრებზე განხილული იყო საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია და ის პრობლემები, რის წინაშეც ქვეყანა დგას.

პაატა დავითაიასთან საუბარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხის მომხსნებელმა კლოდ კერნმა და ევროპელი კონსერვატორების ბიუროს წევრმა კრისტინა ბაუმანემ იმ რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს, რაც ქვეყანას ევროკავშირმა წევრი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად დაუსახა.

შეხვედრაზე კლოდ კერნმა დააფიქსირა მკაფიო პოზიცია საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე, საარჩევნო ბლოკების დაშვებაზე და შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით დათქმულ 2 % იან საარჩევნო ბარიერზე, რაც ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს საკითხის მომხსენებლის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა.

პაატა დავითაიას განცხადებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გადაწყვეტილების პერიოდში ევროპის საბჭოში შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

“დღეს ჩვენი ევროპელი მეგობრების მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში გადაიდგას დემოკრატიული ნაბიჯები, გატარდეს ცვლილებები საარჩევნო სისტემაში, დასრულდეს პოლიტიკური პოლარიზება, პოლიტიკური მართლმსაჯულება. ამ კონტექსტში ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო „მთავარი არხის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები, კერძოდ, არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება და მდგომარეობა, რაც არის შექმნილი ომეგა ჯგუფთან და პირადად ზაზა ოქუაშვილთან დაკავშირებით, რომელიც „მთავარი არხის“ დამფუძნებელია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მომხსენებელი დეტალურად დაინტერესდა, თუ რა ზეწოლა ხორციელდება „ომეგა“ ჯგუფზე.

ამ შეხვედრებზე ჩემ მიერ დაყენებული იყო საკითხი, რომ ყველაფერი გაკეთდეს პარტნიორების მხრიდან, რათა 24 ივნისს ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი ამ მძიმე ვითარებაში ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპაში კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპას და შესაძლოა ამ სტატუსს არ იმსახურებს ხელისუფლება, მაგრამ იმსახურებს - ქართველი ხალხი.

შეხვედრებზე ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი არის გზამკვლევი ქართული სახელმწიფოსთვის და ამ დოკუმენტის ყველა პირობა შესრულებული უნდა იყოს. მომავალი 6 თვის განმავლობაში ქვეყანა იქნება სერიოზული მონიტორინგის ქვეშ. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დაიწყოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევძლოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

პაატა დავითაია სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს შესახებ მომხსენებელს კლოდ კერნს შეხვდა

პაატა დავითაია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს შესახებ მომხსენებელს კლოდ კერნს შეხვდა. ასევე გაიმართა შეხვედრები პოლიტიკური ალიანსის ალდეს, ევროპელი კონსერვატორების ბიუროს წევრ კრისტინა ბაუმანესთან. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს

მათი ცნობით, შეხვედრებზე განხილული იყო საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია და ის პრობლემები, რის წინაშეც ქვეყანა დგას.

პაატა დავითაიასთან საუბარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხის მომხსნებელმა კლოდ კერნმა და ევროპელი კონსერვატორების ბიუროს წევრმა კრისტინა ბაუმანემ იმ რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს, რაც ქვეყანას ევროკავშირმა წევრი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად დაუსახა.

შეხვედრაზე კლოდ კერნმა დააფიქსირა მკაფიო პოზიცია საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე, საარჩევნო ბლოკების დაშვებაზე და შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით დათქმულ 2 % იან საარჩევნო ბარიერზე, რაც ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს საკითხის მომხსენებლის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა.

პაატა დავითაიას განცხადებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გადაწყვეტილების პერიოდში ევროპის საბჭოში შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

“დღეს ჩვენი ევროპელი მეგობრების მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში გადაიდგას დემოკრატიული ნაბიჯები, გატარდეს ცვლილებები საარჩევნო სისტემაში, დასრულდეს პოლიტიკური პოლარიზება, პოლიტიკური მართლმსაჯულება. ამ კონტექსტში ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო „მთავარი არხის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები, კერძოდ, არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება და მდგომარეობა, რაც არის შექმნილი ომეგა ჯგუფთან და პირადად ზაზა ოქუაშვილთან დაკავშირებით, რომელიც „მთავარი არხის“ დამფუძნებელია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მომხსენებელი დეტალურად დაინტერესდა, თუ რა ზეწოლა ხორციელდება „ომეგა“ ჯგუფზე.

ამ შეხვედრებზე ჩემ მიერ დაყენებული იყო საკითხი, რომ ყველაფერი გაკეთდეს პარტნიორების მხრიდან, რათა 24 ივნისს ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი ამ მძიმე ვითარებაში ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპაში კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპას და შესაძლოა ამ სტატუსს არ იმსახურებს ხელისუფლება, მაგრამ იმსახურებს - ქართველი ხალხი.

შეხვედრებზე ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი არის გზამკვლევი ქართული სახელმწიფოსთვის და ამ დოკუმენტის ყველა პირობა შესრულებული უნდა იყოს. მომავალი 6 თვის განმავლობაში ქვეყანა იქნება სერიოზული მონიტორინგის ქვეშ. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დაიწყოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევძლოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა