ირაკლი ღარიბაშვილი - სიღარიბე შემცირდა, უმუშევრობა შემცირებულია - ეს ქვეყნის მოწინააღმდეგეებს, არ ახარებთ, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეკონომიკური ზრდა ჩავარდეს, მაგრამ ამის უფლებას არავის მივცემთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში 35 ათასი აპლიკაციაა შესული, საიდანაც ნახევარი უკვე დასაქმებულია.

ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

„სიღარიბე შემცირდა, უმუშევრობა შემცირებულია. მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა დავიწყეთ. 35 ათასი აპლიკაციაა შემოსული, ამის ნახევარი უკვე დასაქმებულია, ანუ სულ რაღაც 2 თვეში თითქმის 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით. ასევე კერძო სექტორში არის კარგი მოლოდინები. ამას შენარჩუნება და გაძლიერება სჭირდება. ეს ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგეებს, რა თქმა უნდა, არ ახარებთ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ეკონომიკური ზრდა ჩავარდეს, მაგრამ ამის უფლებას არავის მივცემთ“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს