მიხეილ დაუშვილი - ნაცვლად იმისა, რომ პარტნიორების შეძენაზე მუშაობდეს „ოცნება“, პარტნიორებთან ამტერებს ქვეყანას, რაც ყველაზე მძიმეა - ამით ზრდი რუსულ საფრთხეებს და უახლოვდები რუსეთს

ნაცვლად იმისა, რომ პარტნიორების შეძენაზე მუშაობდეს „ოცნება“, პარტნიორებთან ამტერებს ქვეყანას, რაც ყველაზე მძიმეა - ამით ზრდი რუსულ საფრთხეებს და უახლოვდები რუსეთს, რადგან სხვა მოცემულობა არ გაქვს, ან ევროპასთან ერთად ხარ ან რუსეთთან, შუაში ადგილი არ არსებობს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პრემიერ- მინისტრის გუშინდელი გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ მისგან მხოლოდ ლანძღვა ისმინა და მოხდა დამატებით პოლარიზაციას.

„ჩვენ უნდა მოგვესმინა არა გინება და ლანძღვა, არა 9 წლის და 10 წლის შედარებები, რომელიც დღეს უკვე არაფრის მომცემია, არამედ უნდა მოგვესმინა პრობლემების აღიარება, რომელიც გვაქვს, იმ მძიმე შეცდომების თუ გამიზნული ქმედებების, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ვნახეთ, უნდა მოგვესმინა როგორ ხედავს მთავრობა მულტი -პარტიულ საფუძველზე რეფორმების გატარებას, როგორ ხედავს სასამართლო რეფორმას, დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას და ა.შ. ამ ყველაფერზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რაც ვისმინეთ იყო ბევრი ლანძღვა- გინება და დამატებით პოლარიზაცია. საბოლოო ჯამში ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლების კისერზეა, რასაც როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ,"- განაცხადა დაუშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა