გიგა ბოკერია პრემიერის განცხადებაზე - ამ კაცის და ამ გარემოცვის წასვლა აუცილებელი პირობაა, ჩვენ მათთან, როგორც პოლიტიკურ ავადმყოფებთან და კეთროვანებთან, სასაუბრო არ გვაქვს

ამ კაცის და ამ გარემოცვის წასვლა აუცილებელი პირობაა, ჩვენ მათთან, როგორც პოლიტიკურ ავადმყოფებთან და კეთროვანებთან, არანაირი სასაუბრო არ გვაქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მან 24 ივნისს დაგეგმილი აქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ პარტიის მთავარი მიზანი არის ხალხის მობილიზება „ქართული ოცნების“ რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოსაცილებლად.

„ჩემი და ჩვენი თანამოაზრეების მიზანი არის ხალხის მობილიზება ამ რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოსაცილებლად. თუ თქვენ გულისხმობთ მათ, ვისაც გზავნილი აქვს, რომ ახლა ვიმოქმედოთ ამ გზავნილით ბრიუსელზე, ჩემი აზრით, ეს მცდარია. გულწრფელობაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ მცდარია რადგან გამოდის, ვიღაც სხვას ვთხოვთ ჩვენს მაგივრად ჩვენი პრობლემის მოგვარებას, ეს არასდროს ასე არ ხდება. ამიტომ, ჩემთვის ახალი სტრუქტურების შექმნა, რაღაცის დაანონსება მიზანშეწონილი არ არის, ამ ფორმალური სტრუქტურების ნაწილი არ ვიქნებით. მაგრამ მოქალაქეების ნებისმიერი პროტესტი, რაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მომავლისთვის არის გამოხატული, იმ ფორმით, რაც მისაღებია ევროპული საზოგადოებისთვის, როგორც მოქალაქეები და როგორც პოლიტიკური გუნდი, ყოველთვის სხვადასხვა ფორმით ნაწილი ვიქნებით. ჩვენ ცალკე ყველამ უნდა შევძლოთ ჩვენს გარშემო ამ კამპანიის წარმოება. ამას ვაპირებთ „ევროპული საქართველო“ ივლისიდან მთელ საქართველოში დეოლიგარქიზაციის და ჩვენი მომავლის ჩვენების სახით“,-განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა