ლიეტუვას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს - ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, - ასე ეხმაურება ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვასთვის მიმართვას, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ყოველთვის მხარს უჭერდა და ევროპულ გზაზე ქვეყნის გვერდით იდგებოდა.

ნაუსედამ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე დარჩენას უსურვებს.

„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ“, - წერს ლიეტუვას პრეზიდენტი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა