არჩილ თალაკვაძე - უნდა გვესმოდეს მეორე მხარეს ვისთან გვაქვს საქმე - დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ დეპოლარიზაციაში დესტრუქციული ოპოზიცია ჩაერთვება იმ ენთუზიაზმით, როგორიც ევროპელებს წარმოუდგენიათ

რა თქმა უნდა, როგორც კი ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს, ჩვენ მზად ვართ, რომ დავიწყოთ მუშაობა პირობებზე, ყველა ის რეფორმა, რომელიც საქართველოს გააძლიერებს, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ერთად განხორციელდება, ოღონდ აქაც უნდა გვესმოდეს მეორე მხარეს ვისთან გვაქვს საქმე. როცა შიდა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ დესტრუქციული ოპოზიცია ამაში ჩაერთვება იმ ენთუზიაზმით, როგორიც ევროპელებს წარმოუდგენიათ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო დღეს როგორც არასდროს მზად არის სტატუსის მისაღებად, თუ ევროკავშირს ამ სტატუსის მიცემა შეუძლია.

„ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს, რომ იმის გამო, რომ უკრაინა დღეს არის საომარ ვითარებაში და საკუთარ ტერიტორიაზე აქვს ომი თავისუფლების და სუვერენიტეტის დასაცავად, უკრაინა პირველ რიგში, ამის გამო იმსახურებს სტატუსის მინიჭებას. შესაბამისად გამოდის, რომ განსხვავება უკრაინასა და საქართველოს შორის ამ შემთხვევაში არის ძალიან დიდი. უკრაინაში არის ომი და ეს გახლდათ ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ევროკავშირისთვის და მეც შემიძლია ჩემის მხრივ გითხრათ, რომ დღეს ევროკავშირს მართლაც ძალიან დიდი მორალური ვალდებულება აქვს, რომ აჩვენოს ლიდერობა, დაიცვას და მხარი დაუჭიროს უკრაინას, რომელიც დღეს ომის მდგომარეობაში იმყოფება და ეს შესაძლებელია, მხოლოდ სტატუსის ახლავე მინიჭებით. რაც შეეხება საქართველოს - საქართველოს აქვს მშვიდობა, დაცული აქვს უსაფრთხოება მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც არის რეგიონში, აქვს სტაბილური განვითარების შესაძლებლობა, ამიტომ ჩვენ სტრატეგიული მზადყოფნის პირობებში გვაქვს შესაძლებლობა, რომ ბოლომდე მივიყვანოთ რეფორმები, რომლებზეც საქართველოს ჰქონდა ვალდებულება აღებული. ჩვენ განაცხადის შეტანას ვგეგმავდით 2024 წელს და ამის უკან იყო კონკრეტული რაციონალური არგუმენტები, მათ შორის იმ რეფორმების მიყვანა ბოლომდე, რომელიც მიგვაჩნდა, რომ იყო აუცილებელი და რომელზეც შეთანხმება გვქონდა უკვე ევროკავშირთან. შესაბამისად, ამ საკითხის გამოყენება საზოგადოებაში ემოციური ფონის შესაქმნელად მგონია, რომ ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური ძალების ანტი-ევროპული ქმედება ანუ მათ წარმოუდგენიათ, რომ რასაც უკვე მივაღწიეთ, რაც უკვე ავაშენეთ, რაც უკვე შევქმენით, ეს უნდა დაანგრიონ და დანგრეულზე უნდათ, რომ არჩევნების გვერდის ავლით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

საქართველო დღეს როგორც არასდროს, არის მზად სტატუსის მისაღებად, თუ ამ სტატუსის მიცემა შეუძლია ევროკავშირს და დღეს როგორც არასდროს საქართველო არის ახლოს იმ ევროპულ ღირებულებებთან, რომელზეც იყო შეთანხმება ჩვენსა და ევროკავშირს შორის.

საქართველო, რომ ევროპული და დემოკრატიული რეფორმებისთვის მზად არის, ეს დღეს კი არ გაცხადდა, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და ამ ყველაფერს ვაკეთებთ მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. რა თქმა უნდა, როგორც კი ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს, ჩვენ მზად ვართ, რომ დავიწყოთ მუშაობა ამ პირობებზე, ყველა ის რეფორმა, რომელიც საქართველოს გააძლიერებს, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ერთად განხორციელდება, ოღონდ აქაც, უნდა გვესმოდეს მეორე მხარეს ვისთან გვაქვს საქმე. როცა შიდა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ დესტრუქციული ოპოზიცია ამაში ჩაერთვება იმ ენთუზიაზმით, როგორიც ევროპელებს წარმოუდგენიათ. ჩვენ, ჩვენის მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ ბოლომდე მიიყვანოს ეს რეფორმები. ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში, საქართველოში არის მშვიდობა, საქართველო ვითარდება, უსაფრთხოება არის დაცული და ამიტომ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ეს რეფორმები მივიყვანოთ ბოლომდე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიცე-სპიკერმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებაზე და აღნიშნა, რომ დეპოლარიზაცია შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა ოპოზიცია ამისთვის მზად იქნება.

„თუ ეს ოპოზიცია, რომელიც დღეს ჰყავს საქართველოს და რომელიც გადაქცეულია საკუთარი ქვეყნის ოპონენტად, ელემენტარულ სიგნალს, პულსაციას აჩვენებს, რომ მზად არის რეალურად დეპოლარიზაციისთვის, მზად არის პატივისცემის და ევროპული პოლიტიკის გარემოში იმუშაოს ხელისუფლების გვერდით პარლამენტში, სხვადასხვა ფორმატში, სამუშაო ჯგუფებში, რა თქმა უნდა, ეს პროცესი და ეს პრობლემა მოგვარდება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, მაგრამ ამის მზადყოფნას მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს, არის ის, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ევროპა პირდაპირ დაარქმევს სახელს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა