ვალერი ჩეჩელაშვილი - საგაზაფხულო გამოცდა ვერ ჩავაბარეთ და საშემოდგომო გამოცდა გვაქვს, რომ შემდეგ კლასში გადავიდეთ

წარმოიდგინეთ, რომ საგაზაფხულო გამოცდა ვერ ჩავაბარეთ და საშემოდგომო გამოცდა გვაქვს, რომ გადავიდეთ შემდეგ კლასში, ­რომელშიც გაგვასწრეს ჩვენმა პარტნიორებმა - მოლდოვამ და უკრაინამ, - ასე აფასებს უკრაინასა და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას.

ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, კოლეგებთან ჩამორჩენა აქტიურობით, ჩართულობითა და სიმართლის თქმით უნდა გამოვასწოროთ.

მისივე თქმით, დიპლომატებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ „ვერც ერთი დიპლომატი ვერ აუხსნის შარლ მიშელს, რომ მისი ხელშეკრულების გაუქმება ევროკავშირი-საქართველოსთვის კარგი მოვლენაა”.

„ნუ დავუჯერებთ იმას, ვინც ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ნიშნავს. წარმოიდგინეთ, რომ საგაზაფხულო გამოცდა ვერ ჩავაბარეთ და საშემოდგომა გამოცდა გვაქვს, რომ გადავიდეთ შემდეგ კლასში, რომელშიც გაგვასწრეს ჩვენმა პარტნიორებმა - მოლდოვამ და უკრაინამ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ კოლეგებს ჩამოვრჩით, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ აქტიურობით, ჩართულობით და სიმართლის თქმით.

ამ სტატუსის მიუღებლობის გამო ბევრ რამეს დავკარგავთ - არ მივიღებთ დამატებით ფინანსურ დახმარებას ევროკავშირისგან, არ აიღებენ პასუხისმგებლობას ჩვენი გაწევრიანების პროცესზე და ვერ მოვიზიდავთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ქვეყანაში”, - აღნიშნა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა