ირაკლი ღარიბაშვილი - გუშინ იყო მართლაც ისტორიული დღე, საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ, ეს არის დამსახურებული მიღწევა - ღიად ჩაიწერა, რომ ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენ ქვეყანას

გუშინ იყო მართლაც ისტორიული დღე, საქართველომ, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ, ეს არის დამსახურებული მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ევროპული პერსპექტივის მინიჭებით საქართველოს ევროპაში კარი სამუდამოდ გაუხსნეს.

„მინდა შევაფასო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული. როგორც თავად ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა, პარტნიორებმა, ჩვენმა მეგობრებმა აღნიშნეს, გუშინ იყო მართლაც ისტორიული დღე, საქართველომ, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ის რაც დავიმსახურეთ, ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპული პერსპექტივა მიენიჭა საქართველოს, ჩვენ ქვეყანას დამსახურებულად. რა თქმა უნდა, თქვენ ნახეთ, რომ ჩაიწერა პირდაპირ ღიად, საჯაროდ, რომ რეალურად ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენ ქვეყანას. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების, მათი ერთგულების, ჩვენი შეუპოვრობის, ჩვენი პრინციპულობის, ჩვენი ბრძოლის და ჩვენი მთავრობის 10-წლიანი მუშაობის შედეგის აღიარებაც. ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით რეალურად ჩვენ ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში და პირდაპირ იქნა ჩაწერილი, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ეს ნამდვილად არის დამსახურებული მონაპოვარი და მე ვულოცავ ქართველ ხალხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა