პრემიერი - პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახდინოთ პოლარიზების დასრულება - მინდა ჩვენი გუნდის სახელით განვაცხადო, რომ ყოველთვის მზად ვართ და კონსტრუქციული დიალოგისთვის კარი არასდროს დაგვიხურავს

ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახდინოთ პოლარიზების დასრულება და მინდა, ჩვენი გუნდის სახელით მზაობა განვაცხადო - იმედი მაქვს, ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაითვალისწინებენ და გაიზიარებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერი ამბობს, სჯერა, რომ ოპოზიცია საკუთარ ამბიციებსა და პირად მიზნებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა დააყენებს.

„ჩამოთვლილ პირობებში არის ერთი პირდაპირი მითითება, მუხლი, პირობა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახდინოთ პოლარიზების დასრულება. მინდა, ჩვენი გუნდის სახელით განვაცხადო მზაობა, რომ ყოველთვის მზად ვართ და კონსტრუქციული დიალოგისთვის კარი არასდროს დაგვიხურავს. მინდა, ხაზგასმით და მკაფიოდ ვთქვა, რომ ყოველთვის გვქონდა, გვაქვს და ასევე მუდამ გვექნება მზაობა, რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ვიმუშაოთ ერთად. გვქონდეს რეალური დებატები, დისკუსია, მსჯელობა და, ეს რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს ნორმალურ, მშვიდ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ ვითარებაში. ეს არის ჩვენი სურვილი, იმედი მაქვს, ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაითვალისწინებენ, გაიზიარებენ. ერთ-ერთი მთავარი, პირველი პირობა ეხება პოლარიზების დასრულებას. ეს საკითხი მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაცაა, მხოლოდ მმართველი გუნდი ვერ განახორციელებს, თუ მათი მხრიდანაც არ იქნა გადადგმული რეალური ქმედითი ნაბიჯები. მინდა, კიდევ ერთხელ ოპტიმისტურად განვაცხადო. მჯერა, ისინი საკუთარ ამბიციებს, სურვილებს, პირად მიზნებს დააყენებენ ქვეყნის ინტერესებზე დაბლა, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი ჯერ არის ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის მომავალი და შემდეგ პარტიული და პირადი ინტერესები.

მინდა ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ევროპული მომავალი. საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში“,- განაცხადა პრემიერმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები