ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, დავაყენოთ ჩვენი ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა და ერთად შევასრულოთ პირველი პირობა - პოლარიზების დასრულება

ყოველთვის ვაცხადებდით მზაობას, რომ მოწოდებულები ვართ კონსტრუქციული დიალოგისკენ. მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, რომ დავაყენოთ ჩვენი ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა და ერთად შევასრულოთ ეს პირველი პირობა - პოლარიზების დასრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის შეფასებით, პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად ნახევარი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, ნახევარი კი ოპოზიციის ვალდებულება. შესაბამისად, მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა შეასრულონ.

„ყველა ის პირობა, რომელიც არის მმართველი ძალის განსახორციელებელი, ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ. პირველი პირობა და პრიორიტეტი, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებშია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ იყოს გაუთავებელი ჩხუბი ან ერთმანეთის შეურაცხყოფა, აქ ნახევარი ჩვენი პასუხისმგებლობაა, ნახევარი კი ოპოზიციის ვალდებულება. ჩვენ მათ გარეშე ამ პირობას ვერ შევასრულებთ, ყოველთვის ვაცხადებდით მზაობას, რომ მოწოდებულები ვართ კონსტრუქციული დიალოგისკენ. მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, რომ დავაყენოთ ჩვენი ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა და ერთად შევასრულოთ ეს პირველი პირობა - პოლარიზების დასრულება, რაც არის მაღალი შეშფოთების საგანი ჩვენს პარტნიორებში. პირველი მუხლი არის სწორედ პოლარიზების დასრულება, ამიტომ ჩვენ ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ, დანარჩენი კი მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს