გიგა ბოკერია - მხოლოდ ივანიშვილის და მისი პოლიტიკური მასხარების გარემოცვის ჩამოცილებით შევძლებთ დეოლიგარქიზაციას

მხოლოდ ივანიშვილის და მისი პოლიტიკური მასხარების გარემოცვის ჩამოცილებით შევძლებთ დეოლიგარქიზაციას - ასეთი პროტესტების გრძელვადიანი და მაღალი ინტენსივობით დაგეგმვაა საჭირო, მშვიდობიანად რეჟიმის პარალიზება, თუმცა, ამას შეიძლება დაჭირდეს თვეები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ინტერპრესნიუსთან" აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა შექმნას წნეხი, რასაც ერთი და ორი აქცია არ ეყოფა.

„აქ არ არის ერთი აქციის მნიშვნელობაზე საუბარი, საუბარია იმის მნიშვნელობაზე, რომ ქართულმა საზოგადოებამ ნაბიჯ- ნაბიჯ მშვიდობიანად უნდა შექმნას ისეთი წნეხი და ამას ერთი და ორი აქცია არ ეყოფა, რომ ამ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც საფრთხეა ჩვენი ქვეყნის მომავლისა და თავისუფლებისთვის, სხვა გზა არ ჰქონდეს გარდა იმისა, რომ შეეგუოს ძალაუფლების მშვიდობიანად დათმობას. ეს აუცილებელი პირობაა, რომ გავაღწიოთ სამშვიდობოს.

ასეთი ავტორიტარული რეჟიმი რომ დისფუნქციური გახდეს, საჭიროა სუპერუმრავლესობა ხალხის. ამიტომ ყველა აქტიურმა სამოქალაქო და პოლიტიკურმა გუნდმა უნდა გააფართოოს თავის გარშემო რიცხვი იმ ადამიანების, ვინც მზად არის ადამიანური რესურსი დახარჯოს ამ პროტესტში",- განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერიას თქმით, საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ქვეყნის შიგნით მის გასაკეთებელს დასავლეთი გააკეთებს, თუმცა, უნდა იცოდეს, რომ დასავლეთი მხარს უჭერს ხალხის არჩევანს.

„ის, რომ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა გადადგა ნაბიჯები, რითაც დისკუსია მის პერსონალურ და მისი გარემოცვის სანქცირებაზე გახადა უფრო აქტიური, ეს მოვლენების ბუნებრივი განვითარებაა. რა თქმა უნდა, ყველამ, ვისაც აქვს თავისუფალ სამყაროს ამ მიმართულებით ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა, უნდა მიაწოდოს, ჩვენც ამის მონაწილე ვიყავით და ვართ, ოღონდ გათვლა იმაზე არ უნდა იყოს, რომ იქ სანქციებს დაუწესებენ და ასე გადაწყდება პრობლემა აქ. როცა აქ ვითარება გვექნება მომწიფებული ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამარცხებისთვის, დასავლეთის პოზიციას ექნება დიდი მნიშვნელობა, რომ ნაკლები ზიანით გავისტუმროთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მეტად არ დაგვაზიანოს და არ გარისკოს კიდევ უფრო დრაკონული რეპრესიული ნაბიჯების გადადგმა, ვიდრე აქამდე დგამდა. ეს აქცია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი, საკმარისი იქნება ასეთი პროტესტების გრძელვადიანი და მაღალი ინტენსივობით დაგეგმვა, მშვიდობიანად რეჟიმის პარალიზება, თუმცა, ამას შეიძლება დაჭირდეს თვეები",- განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა