მიხაილო პოდოლიაკი - რაკეტები, სტრატეგიული ავიაცია, აკრძალული ფოსფორის ჭურვები - ყველაფერი დაფრინავს უკრაინის ქალაქებში - როცა მესმის „ესკალაციის რისკის“ შესახებ, კითხვა მიჩნდება: რისი უნდა გვეშინოდეს? პუტინი ომს დაიწყებს? მაშ ახლა, ჭადრაკის თამაშია?

რაკეტები, სტრატეგიული ავიაცია, აკრძალული ფოსფორის ჭურვები - ყველაფერი დაფრინავს უკრაინის ქალაქებში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს.

მისივე თქმით, როდესაც საუბარია მოსალოდნელ ესკალაციაზე, საინტერესოა, რისი უნდა ეშინოდეს უკრაინელ ხალხს.

„როდესაც 2022 წლის ივნისში მესმის „ესკალაციის რისკის“ შესახებ, ერთი კითხვა მიჩნდება: რისი უნდა გვეშინოდეს? იქნებ პუტინი ომს დაიწყებს? მაშ ახლა რა ხდება? ჭადრაკის თამაში?“ - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა