ჯო ბაიდენი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებენ, რომ აშშ და ევროკავშირი ერთობლივად მოძებნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგოდამოუკიდებლობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი უახლოეს პერიოდში ერთობლივად მოძებნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგოდამოუკიდებლობისა და რუსეთისთვის გაზიდან და ნავთობიდან მიღებული შემოსავლის შესამცირებლად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთი აგრძელებს ბუნებრივი აირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იარაღად გამოყენებას.

„რუსეთის ენერგეტიკულმა იძულებამ ზეწოლა მოახდინა ენერგეტიკულ ბაზრებზე, გაზარდა სამომხმარებლო ფასები და საფრთხე შეუქმნა გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამას ბოლო დროს ადასტურებს ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოსთვის გაზის მიწოდების პოლიტიკურად მოტივირებული შეფერხებები. ეს ქმედებები მხოლოდ ხაზს უსვამს იმ სამუშაოს მნიშვნელობას, რომელიც კეთდება როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროკომისიის მიერ, რათა შეწყდეს ჩვენი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ბაიდენისა და ფონ დერ ლაიენის თქმით, უახლოეს მომავალში ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეხვდება წევრი ქვეყნების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებს, რათა განხილულ იქნას პრაქტიკული რეკომენდაციები ინტელექტუალური თერმოსტატებისა და სითბური ტუმბოების შემუშავებისა და წარმოების დასაჩქარებლად.

წელს დაგეგმილია მინიმუმ 1,5 მილიონი ენერგოდამზოგავი ჭკვიანი თერმოსტატის დანერგვა ევროპულ ოჯახებში.

გარდა ამისა, მსოფლიო ლიდერები აქტიურად მუშაობენ ევროპისთვის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაზე.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება