7 ივლისს  “შატო მუხრანში“  საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი  ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 7 ივლისს, „შატო მუხრანში“, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების წარმდგენია eteam-ი. ღონისძიების ფასილიტაციას უზრუნველყოფს კომპანია – Teamboat-ი. ფასილიტატორი კი პაატა პაპავა იქნება.

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წლევანდელი სამიტის მთავარი თემა HR ტრანსფორმაციაა, რომლის გარშემოც დაიგეგმა მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები (ვორკშოპი), HR კაფე და სხვა.

„სამიტზე გელოდებათ ძალიან ბევრი სიახლე და ისეთი აქტივობები, რომლებიც ჯერ არ ყოფილა. ღონისძიება წელს უკვე მეხუთედ ტარდება. საიუბილეო HR ბიზნეს სამიტს ტრადიციული გათამაშების შემდეგ, დააგვირგვინებს ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების კონცერტი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სუხიშვილებისა და სტუმრების ტრანსპორტირებაზე იზრუნებს „ომნიბუსი“. ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: ბილეთები

HR ბიზნეს სამიტი 2022 – ის პროგრამა კი ასეთია:

სპიკერები:

  • ნინო ოხანაშვილი - თეგეტას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით თემა: ზრუნვა, როგორც გზა ერთიანობისკენ;
  • Patrick Honnef - შატო მუხრანის CEO & Chief Winemaker თემა: Believe in Yourself ;
  • გიორგი წურწუმია - Payze თანადამფუძნებელი თემა: ემოციური ინტელექტი და უკუკავშირის კულტურა;
  • ლუკა კაპანაძე - მეამას CEO & მარიამ მებურიშვილი - ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემა: რატომ არის CEO- და HR-ის ურთიერთობა მნიშვნელოვანი;
  • მაია კოპინაძე - ევროპაბეთის დირექტორი თემა: ქაოსით მართული წარმატება;
  • დავით ბირმანი - მარკეტერი თემა: დისტანციური კომუნიკაცია გუნდთან;
  • თეა რომანოვა - მეიჯერელ საქართველოს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი თემა: ტრანსფორმაციის ფორმულა;
  • სალომე ჟორჟოლიანი - აპტოსის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემა: კონტაქტის ძალა HR-ში;
  • ნინო ხაჭაპურიძე - ჯიპიაი ჰოლდინგის HR დეპარტამენტის უფროსი თემა: ჰიბრიდული მუშაობა - შესაძლებლობა თუ საფრთხე?.

მასტერკლასები:

  • Leo Institute;
  • ფორტონ საქართველო - ლიდერი, როგორც ქოუჩი - რუსუდან კვაჭანტირაძე - ფორტონ საქართველოს პარტნიორი.
  • ლიდერების ტიპოლოგია ქართულ რეალობაში - ეკა ბაბუნაშვილი - საერთაშორისო ქოუჩი PCC და ბიზნეს ტრენერი. ქოუჩინგ ლაბის მმართველი პარტნიორი. ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის ICF საქართველოს პირველი პრეზიდენტი

სამუშაო შეხვედრები/ვორქშოპები:

HR Expo

აქ წარმოდგენილი იქნება პროექტი ESCape (დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად). ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები. პროექტის მიზანია მოახდინოს აუთვისებელი ადამიანური რესურსის შრომით ბაზარში ჩართვა კარიერის ინდივიდუალური დაგეგმვისა და კონსულტირების, კვალიფიკაციის ამაღლების გზით.

მასტერკლასებისა და ვორქშოფების შესახებ ვრცელი ინფორმაციის სანახავად გადადით აქ: აქტივობები

HR კაფე - Grant Thornton Georgia გეპატიჟებათ ყველაზე ინოვაციურ კაფეში, სადაც დაგხვდებათ გასტრონომის უგემრიელესი Prosecco.

ინდივიდუალური ქოუჩინგ სესიები;

გათამაშება;

ღონისძიების დახურვა - სუხიშვილების კონცერტი.

გადახედეთ რა ხდებოდა წინა წლებში HR ბიზნეს სამიტზე:

  1. HR Business summit 2018
  2. HR Business summit 2019
  3. HR Business summit 2020
  4. HR Business summit 2021

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Signify, Dreamland Oasis Chakvi, პროექტი ESCape - დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება

შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; Grant Thornton Georgia Sfero.ge King David KD4US პალიტრა მედია ჰოლდინგი BIA • ბია Hotsale.ge.

მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა რადიო იმედი

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია