პროკურორი 5 ივლისს, „სირცხვილიას“ ოფისზე თავდასხმაზე - მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ორგანიზატორთა გამოვლენის, ისე ჯგუფური ძალადობის სხვა მონაწილე პირთა დადგენის მიზნით

შინაგან საქმეთა სამინისტროში პროკურატურის ზედამხედველობით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, როგორც ორგანიზატორთა გამოვლენის, ისე ჯგუფური ძალადობის სხვა მონაწილე პირთა დადგენა-გამოვლენის მიზნით, - ამის შესახებ პროკურორმა თამარ იაკობიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც დღეს, 5 ივლისს, „სირცხვილიას“ ოფისზე თავდასხმის ეპიზოდის განხილვა მიმდინარეობს.

პროკურორის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აქამდე მიღებული გადაწყვეტილება მკაცრი იყო.

„საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მკაცრი 6-ვე ბრალდებულის მიმართ. ბრალდების მხარემ გაასაჩივრა მხოლოდ ერთ მსჯავრდებულთან მიმართებით, რომელსაც 117-ე მუხლი გადაუკვალიფიცირდა 126-ე მუხლზე, რაც სასამართლომ ახსნა იმით, რომ არ არსებობდა შესაბამისი სამედიცინო დასკვნა.

რაც შეეხება იმას, რომ ექვსივე მსჯავრდებულის ადვოკატი ასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამაზე ბრალდების მხარის პოზიცია არის უცვლელი, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები და ის ობიექტურად შეაფასა სასამართლომ“, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისზე 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ჯგუფური თავდასხმისა და ძალადობის ეპიზოდზე დაკავებულია 6 პირი. მათ 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი