უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა.

უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნულის მიზეზად ოფიციალური დამასკოს მიერ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება დაასახელა.

რუსეთის შემდეგ სირია მეორე ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის სეპარატისტული რეგიონები „დამოუკიდებლად“ აღიარა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია