გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ მიყვება პუტინის სახელმძღვანელოს

ივანიშვილის რეჟიმი წლებია პირდაპირ და ირიბად ეწევა დასავლური, თავისუფალი სამყაროს დემონიზებას, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილი და მისი გარემოცვა პირდაპირ მიყვება პუტინის სახელმძღვანელოს, “თუ როგორ გვართმევენ ჩვენს იდენტობას, დასავლეთი ჩვენი თვითმყოფადობის დანგრევას რომ ნიშნავს და სხვა ათასგვარი ბოდვა”.

„ამას ამ ეტაპზე დაემატა კიდევ ერთი სლოგანი, რომ სისხლისღვრა და ომი არის დასავლეთის აგრესიის შედეგი რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს ამერიკა და დასავლეთი აძალებს ომში ჩართვას. პირდაპირ მიყვებიან პუტინის სახელმძღვანელოს”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. შეერთებულ შტატებს არ სურს ამ ომის გავრცელება არსად, შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად შესაჩერებლად.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა