ლევან დავითაშვილი - საქართველოსა და აშშ-ს შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთობები აქამდე არასდროს ყოფილა და ეს არის მხოლოდ ახალი შესაძლებლობების დასაწყისი

ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის.

როგორც მან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ახალი შესაძლებლობების დასაწყისია.

„მინდა აშშ-ის, მთლიანად ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო, რომელიც საქართველოში, აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, დღეს აღინიშნება. როგორც იცით, წელს სრულდება 246 წელი დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან. ეს მართლაც ღირსშესანიშნავი თარიღია მთლიანად დემოკრატიული სამყაროსთვის, დემოკრატიული ღირებულებების წახალისებისა და გაძლიერების კუთხით. ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია ამ ზეიმის მონაწილეები ვიყოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიოში თავისუფლების მოყვარე ყველა ადამიანისთვის ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ჩვენს ურთიერთობებს მუდმივად კიდევ უფრო ვამყარებთ და თვისობრივად ახალ დონეზე აგვყავს. ვფიქრობ, საქართველოსა და აშშ-ს შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთობები აქამდე არასდროს ყოფილა და ეს არის მხოლოდ ახალი შესაძლებლობების დასაწყისი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა