ვახუშტი მენაბდე - პროცესი ცუდი ტრაექტორიით მიდის, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არსებობს, თუმცა ამის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია

პროცესი ცუდი ტრაექტორიით მიდის, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არსებობს, ამის თავიდან აცილება ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, ამის შესახებ პლატფორმა „კომენტარის“ თანადამფუძნებელმა და კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავალი არის ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება.

როგორც მენაბდემ აღნიშნა, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება კონსტიტუციურია, რადგან შესაძლებელია მთავრობის გადადგომა და შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირება.

„ეს პროცესი საბოლოო ჯამში, ცუდი ტრაექტორიით მიდის, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არსებობს. თავიდან ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ამის აცილება, თუ პირველ რიგში, ხელისუფლება იმოქმედებს გონივრულად და სახელმწიფოებრივად, მაგრამ ეს გეზი, რაც ქართულ საზოგადოებას აღებული აქვს, კეთილი დასასრულისკენ ნამდვილად არ მიდის.

ვფიქრობ, რომ ტექნიკური მთავრობა არის კარგი გამოსავალი და პირველი, დიდი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ. თუ ხელისუფლება ამ შემოთავაზებას დაეთანხმება და ნდობას გამოუცხადებს ტექნიკური მთავრობას, ეს იქნება არა მთავრობა პარტიული დღის წესრიგით, არამედ მთავრობა საერთო შეთანხმების სულისკვეთებით.

ეს არაკონსტიტუციური ნამდვილად არ არის; საქართველოს უზენაესი კანონი ითვალისწინებს მთავრობის გადადგომის პროცედურას და ახალი მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა. თუ ახალი მთავრობის ფორმირება დაეფუძნება მხარეთა თანხმობას, ამაში არაფერი იქნება არაკონსტიტუციური“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, დემოკრატიის მიმართულებით საკუთარი მიღწევები გააუარესა.

„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა გარკვეული დემოკრატიული გაუმჯობესება, განსაკუთრებით კოალიციური მთავრობის დროს, თუმცა, შემდეგ უკვე ნელ-ნელა იწყება საუბარი დემოკრატიის უკუსვლაზე, რაც ნიშნავს საკუთარი მიღწევების გაუარესებას, რომლის შედეგადაც ის უფრო და უფრო ემსგავსება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, როდესაც პროტესტის და საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების გამო ხელისუფლებაში მოვიდა“, - აღნიშნა მენაბდემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა