ირაკლი კობახიძე  დეგნანის განცხადებაზე -  თუ ის კამპანია FSB-ს ეკუთვნის, გამოდის,  გიგაური, ლომჯარია, მარგველაშვილი და უსუფაშვილი FSB-ს საქმიანობასთან არიან დაკავშირებული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას გულისხმობდა კონკრეტულად აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, როდესაც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩათრევას და მსგავსი განცხადებები პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის(FSB)დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ ინფორმაციას ეფუძნება ის საუბრები, რაც ომის რისკებთან არის დაკავშირებული.

„არ ვიცი კონკრეტულად რა იგულისხმებოდა, მაგრამ რაც შეეხება FSB-ს, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რა წერია სახელმძღვანელოებში. რაც შეეხება ომთან დაკავშირებულ რისკებს, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ, აქ ძალიან კონკრეტულ რამეს ვგულისხმობთ, რაზეც ბოლომდე ბუნებრივია, საჯაროდ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ როდესაც საუბარია ომის რისკებზე, რაც არ არის ბოლომდე განეიტრალებული, ჯერ კიდევ აქტუალურია, ძალიან კონკრეტულ რამეს ვგულისხმობთ.

რაც შეეხება თავად FSB-ს და კამპანიას, თუ ის კამპანია FSB-ს ეკუთვნის, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მაგალითად, გიგაური, ლომჯარია, მარგველაშვილი, უსუფაშვილი და ა.შ. ის ადამიანები, რომლებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული, ასევე არიან დაკავშირებული FSB-ს საქმიანობასთან, შეუძლია ყველამ მოიკითხოს.

პარტიიდან არ გავალ დღეს, რომ რაღაცები ვილაპარაკო, მაგრამ ძალიან კონკრეტულ ინფორმაციას ეფუძნება ის საუბრები, რაც ომის რისკებთან არის დაკავშირებული. ზოგადად შემიძლია გითხრათ ეს რისკები, ამაში არაფერი აბსტრაქტული არ არის“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.

„მსურს ვუპასუხო არასერიოზულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის(FSB)დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, გარკვევით განვაცხადო, შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. შეერთებულ შტატებს არ სურს ამ ომის გავრცელება არსად, შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად შესაჩერებლად“,-განაცხადა დეგნანმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს