ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინა ცდილობდა ბელარუსის სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმები განეხორციელებინა, თუმცა ყველა რაკეტის ნეიტრალიზება მოხდა

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინა ცდილობდა სარაკეტო თავდასხმები განეხორციელებინა ბელარუსის რესპუბლიკის სამხედრო ობიექტებზე, თუმცა ყველა რაკეტის ნეიტრალიზება მოხდა.

ლუკაშენკოს შეფასებით, უკრაინა ბელარუსის პროვოცირებას ცდილობს.

„ჩვენს პროვოცირებას ახორციელებენ. უნდა მოგახსენოთ: სამი დღის, შეიძლება ცოტა მეტის წინ უკრაინის ტერიტორიიდან ცდილობდნენ დარტყმა განეხორციელებინათ ბელარუსის სამხედრო ობიექტებზე. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსებმა შეძლეს ყველა რაკეტის ნეიტრალიზება, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ იყო გაშვებული“,- განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, ბელარუსის პირველმა პირმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დასაცავად განაცხადა, რომ ის არავის დაშანტაჟებას არ ცდილობს ბირთვული იარაღით. ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალურ მინსკს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა არ სურს, თუმცა ბელარუსი და რუსეთი მზად უნდა იყვნენ შემდგომი დღე-ღამის განმავლობაში სარკისებურად უპასუხონ დასავლეთის აგრესიულ ქმედებებს.

„ისევე როგორც გასულ საუკუნეში, ამ პროცესების უკან დგას ისევ ის ცივილიზებული დასავლეთი, ევროპა, რომელიც ჯერ ზრდიდა მონსტრს, სახელად ფაშისტური გერმანია, შემდეგ კი თავის გადასარჩენად იმას ეკვროდა, ვისაც სულ ცოტა ხნის დამარცხებას უსურვებდა. ისტორია მეორდება, მოსტრებს უკრაინაში ზრდიან“,- განაცხადა ლუკაშენკომ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა