რუსთაველის გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ“ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია - ,,წინ ევროპისკენ” ევროკავშირის, უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით დაიწყო.

ადგილზე მოქალაქეებთან ერთად იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროსა და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები.

მათი ნაწილი აქციას სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობით, შეძახილებითა და დროშებით შეუერთდა, რასაც ადგილზე შეკრებილების ტაში და ოვაციები მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ აქციას ასევე უერთდება საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა.

დაგეგმილი აქციის გამო, ტერიტორიაზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მოითხოვეს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს ამოიწურა. როგორც ცნობილია, აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები დღეს ღამით პარლამენტის ტერიტორიაზე დარჩენას გეგმავენ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს