ფინანსთა მინისტრი - ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა

ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

როგორც ხუციშვილი განმარტავს, მოლოდინი გაცილებით მაღალია, ვიდრე 6%-იანი ეკონომიკური ზრდა.

„მაისის თვეში დაფიქსირდა 11.6%-ის ეკონომიკური ზრდა, ხოლო 5 თვის ეკონომიკური ზრდა 11.2%-ა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია იმ პოზიტიურ მოლოდინებთან შედარებით, რომელიც გაცხადებული გვქონდა.

თქვენ იცით, რომ მიმდინარე წელს ნავარაუდევი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს იყო იმ პირობებში, როდესაც ჯერ არ იყო ის გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც შეიქმნა რეგიონში, კერძოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად. ბუნებრივია, ამან ჩვენი გეგმები შეცვალა, თუმცა პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ეკონომიკის აღდგენის ტემპი იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა გასული წლის ბოლოს, მიმდინარე წლის დასაწყისში. ამ მიმართულებით, შესაძლოა ჩვენს პროგნოზებს გადავხედოთ მაშინ, როდესაც გვექნება მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. ეს, სავარაუდოდ სექტემბრის თვე იქნება. ჩვენ სექტორულად ვაკვირდებით ეკონომიკის განვითარების ტემპს. მოლოდინი გაცილებით მაღალია, ვიდრე 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. აგვისტოს ბოლოს შესაბამისი პროგნოზი გვექნება მიმდინარე წელთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს ხუციშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან