ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა ჩინეთიდან მომდინარე „კოლოსალურ” საფრთხეებზე ისაუბრეს

დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ პირველ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ ჩინეთი ყველაზე დიდი გრძელვადიანი საფრთხეა მათი ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ოფიციალური პეკინი მათ პოლიტიკაში, მათ შორის ამ გაზაფხულზე ნიუ-იორკში გამართულ კონგრესის არჩევნებში ჩაერია.

დიდი ბრიტანეთის უშიშროების სამსახურის MI5-ის ხელმძღვანელმა კენ მაკკალუმმა კი აღნიშნა, რომ მისმა უწყებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში გააორმაგა ჩინეთის აქტივობის წინააღმდეგ მუშაობა და მომავალშიც ასე გააგრძელებს. მისივე თქმით, 2018 წელთან შედარებით, MI5 ახლა შვიდჯერ მეტ გამოძიებას აწარმოებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

FBI-ის უფროსმა დასძინა, რომ თუ ჩინეთი ძალის გამოყენებით აიღებს ტაივანს, ეს "ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ბიზნეს შეფერხება იქნება, რაც კი მსოფლიოს ოდესმე უნახავს".

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება